ავტორიზაცია

ლივერპული ლესტერის ნახევარმცველის შესაძენად სოლიდურ თანხას ამზადებს

ლივერპული ლესტერის ნახევარმცველის შესაძენად სოლიდურ თანხას ამზადებს
თარიღი 18 იან 2022, 21:33

„ლივერპული“ უახლოესი ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს ნახევარდაცვის გაძლიერებას შეეცდება.

El Nacional-ის ინფორმაციით, მერსისაიდული გუნდი „ლესტერის“ ნახევარმცველს იური ტილემანსს აკვირდება და მზადაა ბელგიელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროც გადაიხადოს.

„ლივერპულის“ გარდა ტილემანსს სხვა ევროპული კლუბებიც აკვირდებიან და მერსისაიდულ გუნდს სერიოზული კონკურენციის გაძლება მოუწევს.

ტილემანსს „ლესტერთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში იწურება და მან უკვე განაცხადა, რომ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს. შესაბამისად, „მელიები“ მის გაყიდვას ამ ზაფხულსვე ეცდებიან.