ავტორიზაცია

ლაკაზეტმა ნიუკასლს მკაცრი უარი შეუთვალა

ლაკაზეტმა ნიუკასლს მკაცრი უარი შეუთვალა
თარიღი 18 იან 2022, 21:38

ფრანგ თავდამსხმელს „კაჭკაჭებში“ თამაში არ სურს.

ალექსანდრ ლაკაზეტი უახლოეს პერიოდში „არსენალიდან“ წასვლას აპირებს, თანაც სეზონის ბოლოს კონტრაქტიც უმთავრდება, თუმცა ახალი გუნდის ძიების საკითხს სერიოზულად უდგება.

როგორც TuttomercatoWeb იტყობინება, ფრანგმა ფეხბურთელმა „ნიუკასლის“ სარფიანი შემოთავაზება კატეგორიული უარით გაისტუმრა.

მიუხედავად შესანიშნავი ფინანსური პირობებისა, ლაკაზეტი ამ გუნდში გადასვლას არ აპირებს, რადგან პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა ნამდვილად არ სურს.

თავის მხრივ, ფორვარდი „არსენალში“ დარჩენის წინააღმდეგიც არ არის, თუმცა კლუბს ახალ კონტრაქტზე არ უთანხმდება, რადგან მრავალწლიანი ხელშეკრულება სურს და „მეთოფეების“ მიერ გაკეთებული შეთავაზება მას არ აკმაყოფილებს.