ავტორიზაცია

ოფიციალურად: არსენალის მცველი ფრანგულ მარსელში გადავიდა

ოფიციალურად: არსენალის მცველი ფრანგულ მარსელში გადავიდა
თარიღი 18 იან 2022, 22:28

ლონდონის „არსენალის“ მცველი სეად კოლაშინაცი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

ბოსნიელმა ფეხბურთელმა „მარსელთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა, იტყობინება ფრანგული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი.

კოლაშინაცი „არსენალში“ 2017 წლიდან თამაშობდა, სადაც „შალკედან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. თუმცა, ამ პერიოდში ის გერმანულ გუნდში ნახევარსეზონიანი იჯარით იყო დაბრუნებული.

„მეთოფეებთან“ მცველს ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, თუმცა მხარეებმა კონტრაქტის გაწყვეტაზე მოილაპარაკეს და „მარსელს“ ფეხბურთელი უფასოდ ერგო.

ამ მომენტისთვის სეად კოლაშინაცი საერთაშირისო ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ზე 3 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

მიმდინარე სეზონში ბოსნიელმა პრემიერ ლიგის ორად ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და შედეგიანი ქმედებებით თავი არ გამოუჩენია.