ავტორიზაცია

ვინ რამდენად ხშირად ურტყამს პენალტს ევროპის ტოპ-5 ლიგებიდან? ბარსელონა 25 ადგილზეა, რეალი - 42

ვინ რამდენად ხშირად ურტყამს პენალტს ევროპის ტოპ-5 ლიგებიდან? ბარსელონა 25 ადგილზეა, რეალი - 42
თარიღი 18 იან 2022, 23:11

სპორტული გამოკვლევების საერთაშორისო ცენტრმა - CIES Football Observatory-მ გაანალიზა, თუ რამდენად ხშირად ურტყამენ ევროპული კლუბები პენალტებს.

ევროპის ტოპ-5 ლიგებიდან ყველაზე ხშირად თერთმეტმეტრიანს ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ ასრულებს - ყოველ 299 სათამაშო წუთში ერთხელ.

მეორე ადგილს „პსჟ“ იკავებს, რომლის სასარგებლოდაც პენალტს ყოველ 305 წუთში ერთხელ ნიშნავენ, შემდეგ „ლაციო“ და „ინტერი“ მოდიან - 315 წუთში ერთხელ, „მილანი“ და „იუვენტუსი“ კი - 324-ში.

„ჩელსის“ სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი ყოველ 419 წუთში ერთხელ ინიშნება, რითაც გუნდი 24-ე ადგილს იკავებს. 

25-ე „ბარსელონაა“ 428 წუთში ერთხელ დანიშნული პენალტით, შემდეგი კი „მან სიტი“ (434).

„ბაიერნი“ ამ რეიტინგში 34-ე ადგილს იკავებს 466 წუთით, მადრიდის „რეალი“ კი საერთოდ 42-ს. კარლო ანჩელოტის გუნდის სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი მხოლოდ ყოველ 503 წუთში ერთხელ ინიშნება.

დიდი გუნდებიდან „რეალზე“ იშვიათად პენალტს „დორტმუნდი“ ურტყამს (564 წუთში ერთხელ), ასევე „ლივერპული“ (574), „ატლეტიკო“ (599), „არსენალი“ (670), „ევერტონი“ (792) და „ტოტენჰემი“ (792).