ავტორიზაცია

ატლეტიკომ ორი ნახევარმცველი თითქმის ერთი თვით დაკარგა

ატლეტიკომ ორი ნახევარმცველი თითქმის ერთი თვით დაკარგა
თარიღი 18 იან 2022, 23:16

მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველებმა ტრავმა მიიღეს და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებენ.

მარკოს ლორენტემ და ჟოფრი კონდოგბიამ დაზიანებები ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მიიღეს, რომელიც გუნდმა 1:2 დათმო და ტურნირს გამოეთიშა.

ლორენტეს „სევილიასთან“ 18 დეკემბერს მიღებული კუნთის ტრავმა გაუმიზეზდა და ესპანელი 3 კვირას გამოტოვებს.

რაც შეეხება კონდოგბიას, მისი ტრავმაც კუნთის პრობლემებს უკავშირდება, რის გამოც ფეხბურთელს დაახლოებით ერთთვიანი უქმობა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში გამართული ესპანეთის სუპერთასი მადრიდის „რეალის" გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ნახევარფინალში „ბარსელონას" მოუგო, ფინალში კი „ატლეტიკოს" გამნაწყენებელ „ბილბაოს" 2:0 სძლია.