ავტორიზაცია

რომანო: "ევერტონში დანიშვნა ამჟამად მოურინიოს გეგმებში ნამდვილად არ შედის"

რომანო: "ევერტონში დანიშვნა ამჟამად მოურინიოს გეგმებში ნამდვილად არ შედის"
თარიღი 19 იან 2022, 00:17

როგორც მოგეხსენებათ, რაფაელ ბენიტესის გაშვების შემდეგ „ევერტონი“ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაში იმყოფება.

დღეს კლუბმა დროებით მწვრთნელად დანკან ფერგიუსონის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა. თუმცა, ლივერპულური გუნდის ხელმძღვანელობა ამავდროულად სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს და ერთ-ერთ სახელად ჟოზე მოურინიოს ვარიანტიც გაჟღერდა.

თუმცა, თუ ავტორიტეტულ ჟურნალისტს ფაბრიციო რომანოს დავუჯერებთ, პორტუგალიელი სპეციალისტი „ნისლიან ალბიონზე“ კიდევ ერთი დაბრუნებით დაინტერესებული არ არის.

„ჟოზე მოურინიო სეზონის მსვლელობისას „რომას“ არ დატოვებს. ის გუნდში რჩება და „რომას“ მომავალს გეგმავს - „ევერტონში“ დანიშვნა ამჟამად მის გეგმებში არ შედის.“ - წერს რომანო.

როგორც იცით, ჟოზე მოურინიოს ინგლისში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს - ის „ჩელსის“ (ორჯერ), „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი იყო და სამჯერ მოახერხა ტიტულის მოგება - სამივეჯერ „ჩელსისთან“ ერთად.