ავტორიზაცია

VIDEO: ზედიზედ მე-4 მოუგებელი მატჩი! ჩელსი სტუმრად ბრაიტონს დაუზავდა და სიტის 12 ქულით ჩამორჩება

თარიღი 19 იან 2022, 02:10

პრემიერ ლიგის 24-ე ტურში „ჩელსი“ სტუმრად „ბრაიტონს“ დაუზავდა.

შეხვედრა „ამექს სტედიუმზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩის 28-ე წუთზე კანტეს პასით ჰაკიმ ზიეჩმა მოახერხა ანგარიშის გახსნა, თუმცა „ბრაიტონმა“ მე-60 წუთზე უებსტერის გოლით ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად „ჩელსიმ“ ზედიზედ მე-4 მატჩი ვერ მოიგო (1 მარცხი, 3 ფრე) რის გამოც სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს და ლიდერ „სიტის“ 12 ქულით ჩამორჩება, თანაც გვარდიოლას გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.