ავტორიზაცია

VIDEO: იუვენტუსმა შინ სამპდორია გაანადგურა და თასის 1/4-ფინალში გავიდა

თარიღი 19 იან 2022, 02:15

იტალიის თასის მერვედფინალში „იუვენტუსმა“ შინ „სამპდორია“ გაანადგურა.

შეხვედრა „ალიანც სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

„იუვეს“ რიგებში გოლებით თავი კუადრადომ (25’), რუგანიმ (52’), დიბალამ (67’) და ალვარო მორატამ (77’ - პენ) გამოიჩინეს.

ერთადერთი, რაც „სამპდორიამ“ მოახერხა - 63-ე წუთზე კონტის მიერ გატანილი გოლია.

ამრიგად, „იუვენტუსმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა.