ავტორიზაცია

სუარესმა ოთხი კლუბის შემოთავაზება უარყო, რადგან ჯერარდის გუნდში გადასვლით არის დაინტერესებული,

სუარესმა ოთხი კლუბის შემოთავაზება უარყო, რადგან ჯერარდის გუნდში გადასვლით არის დაინტერესებული,
თარიღი 19 იან 2022, 14:34

„ატლეტიკო მადრიდის“ თავდამსხმელი ლუის სუარესი, უახლოეს პერიოდში შეიძლება ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერზე“ კატალონიელი ჟურნალისტი ჟერარ რომერო იტყობინება.

მისი ინფორმაციით, 34 წლის ურუგვაელმა თავდამსხმელმა სამი ბრაზილიური კლუბისგან (ატლეტიკო მინეირო, კორინთიანსი და პალმეირასი) და ერთი არაბული გუნდისგან შემოთავაზებები უარით გაისტუმრა, რადგან „ასტონ ვილაში“ გადასვლით და ექს-თანაგუნდელის, სტივენ ჯერარდის ხელმძღვანელობით თამაშით არის დაინტერესებული.

თავის მხრივ, ჯერარდი თავადაც არ არის წინააღმდეგი თავისი ყოფილი პარტნიორი გადაიბიროს. სუარესს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

ნაკლები ალბათობაა, რომ ტრანსფერი ამ ზამთარსვე განხორციელდეს, დიდი ალბათობით სუარესი სეზონს „ატლეტიკოში“ ჩაამთავრებს, შემდეგ კი სათამაშოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდება, სადაც თავის დროზე „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავდა.