ავტორიზაცია

ცნობილია სიტყვები, რომელიც იბრამ და ტეომ მატჩის შემდეგ ატირებულ არბიტრს უთხრეს

ცნობილია სიტყვები, რომელიც იბრამ და ტეომ მატჩის შემდეგ ატირებულ არბიტრს უთხრეს
თარიღი 19 იან 2022, 16:18

სერია ა-ს 22-ე ტურის მატჩში, რომელშიც „მილანი“ და „სპეცია“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, არბიტრმა მარკო სერამ დიდი შეცდომა დაუშვა და თამაშის შემდეგ, გასახდელში ცრემლები ვერ შეიკავა.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, თამაშის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ტეო ერნანდესმა არბიტრი გაამხნევეს, შვედმა უთხრა, რომ შეცდომებს ყველა უშვებს, ფრანგმა კი დაამატა, რომ მან დღეს, მაგალითისთვის, თერთმეტმეტრიანი გააცუდა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის მიწურულს, როცა ანგარიში 1:1 იყო, „მილანის“ ფორვარდმა ჯუნიორ მესიასმა გოლი გაიტანა, თუმცა არბიტრმა ბრაზილიელის დარტყმამდე ერთი წამით ადრე, ანტე რებიჩის წინააღმდეგ ჯარიმა დანიშნა და გოლი არ ჩაითვალა.

ამან მასპინძელთა უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან არბიტრს შეეძლო „მილანისთვის“ თამაშის გაგრძელების უფლება მიეცა.

ამის შემდეგ, „სპეციამ“ შემდეგსავე შეტევაში გამარჯვების გოლი გაიტანა, სერამ კი „მილანის“ ფეხბურთელებს მოუბოდიშა.