ავტორიზაცია

მენდი: "ტუხელს საინტერესო ფილოსოფია და ფეხბურთის საკუთარი ხედვა გააჩნია"

მენდი: "ტუხელს საინტერესო ფილოსოფია და ფეხბურთის საკუთარი ხედვა გააჩნია"
თარიღი 19 იან 2022, 16:20

„ჩელსის“ მეკარემ ედუარდ მენდიმ პროგრესირების სურვილი გამოთქვა.

„თუ სწავლა გინდა, ვფიქრობ, ყოველთვის არსებობს მოსამატებელი ადგილი. მე დღესაც მინდა წინსვლა გავაგრძელო და ტიტულები მწყურია. „ჩელსიში“ დიდებული კოლექტივი გვყავს, ეს კარგი კლუბია, სადაც ბევრის მიღწევა შეგვიძლია.

„ჩელსიში“ ყოველდღიურად ვუსმენ მეკარეებს მწვრთნელებს - ჯეიმს რასელს და ილარიუს. ასევე ვუსმენ მთავარ მწვრთნელს, თომას ტუხელსაც, რომელსაც საინტერესო ფილოსოფია და საკუთარი საფეხბურთო ხედვა აქვს.

მე ყოველდღე ვუმატებ და არ ვგრძნობ, რომ საკუთარ მაქსიმუმს უკვე მივაღწიე. ვიცი, რომ კლუბისთვისაც და ნაკრებისთვისაც ბევრის მიცემა შემიძლია და ამის გაკეთებას ვაპირებ.“ - ციტირებს მენდის სიტყებს „ჩელსის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

ორშაბათს სენეგალელი გოლკიპერი ფიფამ წლის საუკეთესოდ დაასახელა.