ავტორიზაცია

ბარსელონას ბილბაოსთან მემფისი გამოაკლდება, სამაგიეროდ აგვისტოს შემდეგ უთამაშებელი შემტევი დაუბრუნდება

ბარსელონას ბილბაოსთან მემფისი გამოაკლდება, სამაგიეროდ აგვისტოს შემდეგ უთამაშებელი შემტევი დაუბრუნდება
თარიღი 19 იან 2022, 16:37

„ბარსელონას“ თავდამსხმელი მემფის დეპაი კოპა დელ რეის 1/8-ფინალურ მატჩს გამოტოვებს.

ტურნირის მერვედფინალში კატალონიური გუნდი ესპანეთის სუპერთასის ფინალისტს, ბილბაოს „ატლეტიკს“ 21 იანვარს დაუპირისპირდება.

27 წლის ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა და დარბაზში ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.

შესაბამისად, დეპაი „ბილბაოსთან“ ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს. თუმცა, დიდი ალბათობით განაცხადში დანიელი მარტინ ბრეიტვეიტი დაბრუნდება, რომელსაც ტრავმის გამო აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია.

მატჩი „ატლეტიკი“ – „ბარსელონა“ 21 იანვარს თბილისის დროით 00:30 საათზე გაიმართება.