ავტორიზაცია

ბაიერნმა შესაძლოა ამ სეზონის ბოლოს ლევანდოვსკი გაყიდოს, მიზეზი - ფეხბურთელის კონტრაქტი

ბაიერნმა შესაძლოა ამ სეზონის ბოლოს ლევანდოვსკი გაყიდოს, მიზეზი - ფეხბურთელის კონტრაქტი
თარიღი 19 იან 2022, 18:06

„ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ შეიძლება ზაფხულში კლუბი დატოვოს.

როგორც გამოცემა Goal.com გერმანულ Sport BILD-ზე დაყრდნობით წერს, მიუნხენური კლუბი ზაფხულში მის გაყიდვას აპირებს, იმ შემთხვევაში თუ ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდება.

მოქმედი ხელშეკრულება პოლონელ ფეხბურთელს ბავარიულ გრანდთან 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და პრესაში უკვე არაერთხელ დაიწერა, რომ ის ახალი გამოწვევების ძებნაში სხვა ჩემპიონატში გადასვლას არ გამორიცხავს.

მიმდინარე ბუნდესლიგის სეზონში ლევანდოვსკიმ 19 მატჩში 23 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.