ავტორიზაცია

მარიო ბალოტელი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მარიო ბალოტელი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
თარიღი 19 იან 2022, 18:08

თურქული „ადანა დემირსპორტის“ იტალიელი ფორვარდი, მარიო ბალოტელი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს.

ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, 31 წლის ფორვარდით „ნიუკასლი“ ინტერესდება. მხარეები პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს უკვე მართავენ.

იტალიელს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე გააჩნია - აქამდე ის „ლივერპულში“ და „მან სიტიში“ თამაშობდა, რომელთან ერთადაც 2012 წელს ინგლისის ჩემპიონიც გახდა.

„ადანა დემირსპორის“ მაისურით ბალოტელი გასული წლიდან თამაშობს. მან თურქეთის ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა შეძლო.