ავტორიზაცია

ბარსელონა ჩელსის მცველთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა

ბარსელონა ჩელსის მცველთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა
თარიღი 19 იან 2022, 18:19

„ჩელსის“ მცველმა ანდრეას კრისტენსენი შესაძლოა ამ სეზონის დასრულების შემდეგ „ბარსელონაში“ გადაბარგდეს.

Diario Sport-ის ინფორმაციით, დანიელ მცველსა და კატალონიურ კლუბს შორის მოლაპარაკებები განვითარებულ ეტაპზე იმყოფება.

„ბარსელონა“ აპირებს, რომ კრისტენსენთან წინასწარი კონტრაქტი ახლავე გააფორმოს, რათა პოტენციური კონკურენტები ჩამოიშოროს. თუმცა, ის კლუბს ზაფხულში, „ჩელსისთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ შეუერთდება სრულიად უფასოდ.

თავად ფეხბურთელს თავისი მომავლის გადაწყვეტა იანვარშივე სურს, მას არ მოსწონს „ჩელსის“ მიერ შემოთავაზებული პირობები და ამავდროულად, „ბარსელონაში“ თამაშის შესაძლებლობა ძალიან ხიბლავს.

კონკურენტად ამ ტრანსფერის გაჩარხვის მცდელობაში „ბარსელონას“ მიუნხენის „ბაიერნი“ ესახება.

მიმდინარე სეზონში 25 წლის დანიელმა 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა.