ოფიციალურად: 34 წლის ჰატემ ბენ არფა მორიგი ფრანგული გუნდის ფეხბურთელი გახდა

ფრანგმა ნახევარმცველმა ჰატემ ბენ არფამ ლიგა 1-ს მორიგ გუნდთან გააფორმა კონტრაქტი.
34 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე „ლილში“ ითამაშებს, ამის შესახებ საფრანგეთის ჩემპიონის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
ბენ არფა გასული წლის ზაფხულის შემდეგ უკლუბოდ იყო, როცა მას „ბორდოსთან“ ხელშეკრულება ამოეწურა.
გასულ სეზონში მან ლიგა 1-ს 24 მატჩში ითამაშა და 2 გოლის გატანა მოახერხა.
კარიერის მანძილზე ჰატემ ბენ არფამ არაერთ გუნდში მოასწრო თამაში. კერძოდ: „ლიონში“, „მარსელში“, „ნიუკასლში“, „ჰალ სიტიში“, „ნიცაში“, „პსჟ-ში“,„ რენში“, „ვალიადოლიდში“ და „ბორდოში“.