ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი შესაძლოა ნიუკასლში გადავიდეს

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი შესაძლოა ნიუკასლში გადავიდეს
თარიღი 19 იან 2022, 18:48

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, ჯესი ლინგარდი შესაძლოა პრემიერ ლიგის სხვა გუნდში გადავიდეს.

Manchester Evening News-ის ინფორმაციით, ინგლისელი ფეხბურთელით „ნიუკასლი“ ინტერესდება, რომელიც მზადა ლინგარდი იჯარით იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაიბიროს.

ამავდროულად, „ნიუკასლი“ მზადაა „იუნაიტედი“ ლინგარდის ხელფასის გადახდისგან გაათავისუფლოს და ფეხბურთელის სრული ხელფასი თავად დაფაროს.

2022 წლის ზაფხულში ლინგარდს „ემიუსთან“ კონტრაქტი უმთავრდება და თუ ის არ გახანგრძლივდა, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება. 

Transfermarkt ლინგარდს 20 მილიონ ევროდ აფასებს. 2021 წლის სექტემბერში „მანჩესტერმა“ თავის აღზრდილს ახალი კონტრაქტი შესათავაზა, თუმცა უარი მიიღო. ფეხბურთელს სურს დარწმუნდეს, რომ უფრო დიდ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს და კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში გაახანგრძლივებს.