ავტორიზაცია

როდის დაუბრუნდება მოედანს ლეონ გორეცკა?

როდის დაუბრუნდება მოედანს ლეონ გორეცკა?
თარიღი 19 იან 2022, 18:50

„ბაიერნის“ ნახევარმცველი ლეონ გორეცკა ტრავმისგან გამოჯანმრთელების პროცესს აგრძელებს.

Sky Germany-ს ინფორმაციით, ფეხბურთელი ინდივიდუალურ და ბურთით ვარჯიშებს უკვე შეუდგა.

პრესა წერს, რომ გორეცკამ გამოჯანმრთელების პროცესში დიდ პროგრესს მიაღწია და საფეხბურთო მოედანს უკვე შეიძლება თებერვლის დასაწყისში დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ გორეცკამ ტრავმა გასული წლის დეკემბერში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა.

გორეცკა „ბაიერნის“ ფეხბურთელი 2018 წელს გახდა, როცა გუნდში „შალკედან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში 26 წლის ნახევარმცველმა ბუნდესლიგის 12 მატჩში 2 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.