ავტორიზაცია

ვინ დაასახელა რობერტ ლევანდოვსკიმ FIFA The Best-ის გამოკითხვაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად?

ვინ დაასახელა რობერტ ლევანდოვსკიმ FIFA The Best-ის გამოკითხვაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად?
თარიღი 19 იან 2022, 21:59

ცნობილი გახდა, თუ როგორ გადაანაწილა "ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ საკუთარი ხმები ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში.

ასე და ამგვარად, პირველი ადგილი და 5 ქულა "რეკორდმაისტერის" პოლონელმა სუპერვარსკვლავმა "ჩელსისა" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველს, ჟორჟინიოს დაუთმო.

33 წლის ფორვარდმა მეორე პოზიციაზე "პსჟ"-სა და არგენტინის ნაკრების შემტევი, ლიონელ მესი (3 ქულა) დააყენა, ხოლო მე-3 ადგილზე - "მანჩესტერ იუნაიტედისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ.

მოგეხსენებათ, ფიფას ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო სწორედ ლევანდოვსკის ერგო.

"ბაიერნის" ლიდერმა The Best-ის პრიზისთვის ბრძოლაში ლიონელ მესისა ("პსჟ") და მოჰამედ სალაჰს ("ლივერპული") აჯობა.

გასულ წელს რობერტმა "რეკორდმაისტერთან" ერთად ბუნდესლიგა და გერმანიის სუპერთასი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ფიფამ მიუნხენური გრანდის სუპერვარსკვლავი საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელა.