ავტორიზაცია

სალაჰის სამეული — რომელ ფეხბურთელებს მისცა თავისი ხმები ფიფას გამოკითხვაში ეგვიპტელმა?

სალაჰის სამეული — რომელ ფეხბურთელებს მისცა თავისი ხმები ფიფას გამოკითხვაში ეგვიპტელმა?
თარიღი 19 იან 2022, 22:25

გაირკვა, თუ როგორ გაანაწილა "ლივერპულის" თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა FIFA The Best-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ნომინანტები.

ასე და ამგვარად, ეგვიპტელმა სუპერვარსკვლავმა პირველ ადგილზე "ჩელსისა" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი, ჟორჟინიო დააყენა, რომელსაც 5 ქულა არგო.

29 წლის შემტევმა მეორე ადგილი "პსჟ"-სა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი, ლიონელ მესი (3 ქულა) დააყენა, ხოლო მესამეზე "ბაიერნისა" და პოლონეთის ნაკრების ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი (1 ქულა).

მოგეხსენებათ, ფიფას ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო სწორედ ლევანდოვსკის ერგო.

"ბაიერნის" ლიდერმა The Best-ის პრიზისთვის ბრძოლაში ლიონელ მესისა ("პსჟ") და მოჰამედ სალაჰს ("ლივერპული") აჯობა.

გასულ წელს რობერტმა "რეკორდმაისტერთან" ერთად ბუნდესლიგა და გერმანიის სუპერთასი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ფიფამ მიუნხენური გრანდის სუპერვარსკვლავი საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელა.