ავტორიზაცია

"ორი გამორჩეული ფეხბურთელი გვყავს, ვამაყობთ", - ოლივერ კანმა ბაიერნის ლიდერები შეაქო

"ორი გამორჩეული ფეხბურთელი გვყავს, ვამაყობთ", - ოლივერ კანმა ბაიერნის ლიდერები შეაქო
თარიღი 19 იან 2022, 23:04

"ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღება მიულოცა.

"რობერტ ლევანდოვსკი ფენომენია. ერთი მწვერვალი დაიპყრო, ახლა კი უკვე შემდეგზე ფიქრობს. ზედიზედ მეორე წელია FIFA The Best-ის პრიზს ეუფლება, დამსახურებულად".

"აგრეთვე გვსურდა, რომ საუკეთესო მეკარის ჯილდო მანუელ ნოიერს მოეგო. ედუარ მენდის ვულოცავთ, მანაც დაიმსახურა ეს პრიზი".

"ბაიერნი" ამაყობს ორი ისეთი გამორჩეული ფეხბურთელის ყოლით, როგორებიც ლევანდოვსკი და ნოიერი არიან".

"ერთი გაუთავებლად აგრძელებს გოლების გატანას, მეორე მოედნის სხვა მხარეს ბურთებს აჩერებს. ორივე მისაბაძი მაგალითია მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთაც", - ციტირებს მიუნხენური გრანდის ოფიციალური საიტი კანის სიტყვებს.