ავტორიზაცია

დიდი სამეული კვლავ იკვრება? — სუარესი ზაფხულში შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

დიდი სამეული კვლავ იკვრება? — სუარესი ზაფხულში შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
თარიღი 19 იან 2022, 23:45

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ლუის სუარესი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს.

34 წლის ურუგვაელს მაგიდაზე "ასტონ ვილას" წინადადება უდევს, იტყობინება ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, ხერარდ რომერო.

სუარესს პირადად ბირმინგემული კლუბის მთავარი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი ეპატიჟება, ვისთან ერთადაც თავის დროზე "ლივერპულში" თამაშობდა.

ცნობისთვის, გამოცდილ სამხრეთამერიკელ ფორვარდს "ატლეტიკოსთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.

მოგეხსენებათ, ჯერარდმა ამ ზამთარს "ასტონ ვილაში" მისი და ლუისის ექს-თანაგუნდელი, ფილიპე კოუტინიო გადაიბირა "ბარსელონადან" იჯარით.

მიმდინარე სეზონში სუარესმა ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.