ავტორიზაცია

დემბელეზე ბარსელონას მუქარები და ულტიმატუმები გავლენას არ ახდენს — რას გეგმავს ფრანგი?

დემბელეზე ბარსელონას მუქარები და ულტიმატუმები გავლენას არ ახდენს — რას გეგმავს ფრანგი?
თარიღი 20 Jan 2022, 01:16

"ბარსელონას" გარემარბს, უსმან დემბელეს კატალონიურ გრანდში დარჩენა უნდა და ფიქრობს, რომ ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები არ ჩაშლილა.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Cadena SER-ი იტყობინება, ფრანგს ამ ზამთარს კლუბის შეცვლას ვერაფერი აიძულებს. 24 წლის შემტევს "ბარსასთან" ხელშეკრულების გახანგრძლივება უნდა, მუქარები და ულტიმატუმები მასზე გავლენას არ ახდენს.

დემბელესთვის გაუგებარია "ბლაუგრანას" ბოსების პოზიცია, რომლებმაც განუცხადეს, რომ ან კლუბის მიერ შეთავაზებულ პირობებს უნდა დათანხმდეს ან წავიდეს. ფეხბურთელის აზრით, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და მხარეებმა კომპრომისს მიაღწიონ.

უსმანი არ ფიქრობს, რომ მოლაპარაკებები უკვე დასრულდა, მაგრამ "ბარსას" უახლოეს პერიოდში დემბელეს აგენტთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს. ფრანგი დასხდომისკენ და დალაპარაკებისკენ ისწრაფვის.

მიმდინარე სეზონში დემბელემ ყველა ტურნირზე ერთად "ბარსელონას" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტიც მიითვალა.