ავტორიზაცია

დეტალები ცნობილია — რას სთავაზობს პსჟ მბაპეს და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს რეალი?

დეტალები ცნობილია — რას სთავაზობს პსჟ მბაპეს და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს რეალი?
თარიღი 20 იან 2022, 01:24

ცნობილი გახდა "პსჟ"-სა და თავდამსხმელ კილიან მბაპეს შორის ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა АВС-ი იტყობინება, პარიზელები 23 წლის სუპერვარსკვლავს 2024 წლამდე გათვლილ ხელშეკრულებას სთავაზობენ, 2023 წელს სხვა კლუბში გადასვლის შესაძლებლობით.

"პსჟ"-ს პრეზიდენტს, ნასერ ალ ხელაიფის სურს, რომ მბაპე ყატარში გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მისი გუნდის ფეხბურთელი იყოს.

კილიანი "რეალს" მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლას დაჰპირდა. თუ იგი "პსჟ"-ში დარჩება, მაშინ "ბლანკოსისგან" ახალ წინადადებას აღარ მიიღებს. "სამეფო კლუბში" მშვიდად არიან, მაგრამ აღარ მოიცდის და მბაპემ ეს იცის. მადრიდში არ სჯერათ, რომ კილიანი აზრს შეიცვლის, მაგრამ ფეხბურთელზე არა მხოლოდ "პსჟ", არამედ მისი ოჯახიც ახდენს ზეწოლას.

"რეალმა" "პსჟ"-ს უნდა აცნობოს, როდის დაიწყებს მბაპესთან წინასწარ კონტრაქტზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს. ფორვარდმა მადრიდულ გრანდს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩებამდე აქტიური ნაბიჯებისგან თავის შეკავება სთხოვა.

მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად პარიზელთა რიგებში 26 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასიც გააკეთა.