ავტორიზაცია

VIDEO: სოსიედადმა ანოეტაზე ატლეტიკო უშანსოდ დაამარცხა და კოპა დელ რეის 1/4 ფინალში გავიდა

თარიღი 20 იან 2022, 02:25

ესპანეთის თასის 1/8 ფინალური ეტაპის ეგიდით, "სოსიედადმა" შინაურ კედლებში მადრიდის "ატლეტიკო" მიიღო.

აღნიშნული დაპირისპირება ბასკთა გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე ადნან იანუზაიმ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა.

მეორე ტაიმის სტარტზევე, 47-ე წუთზე, ალექსანდერ სორლოტმა მოახერხა მადრიდელთა კარის აღება და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ "როხიბლანკომ" მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქის კარში ზუსტად ერთადერთხელ დაარტყა.

ასე და ამგვარად, დიეგო სიმეონეს შეგირდები კოპა დელ რეის მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშნენ, ხოლო "სოსიედადი" 1/4 ფინალში ითამაშებს.