ავტორიზაცია

VIDEO: დრამატული მატჩი - ინტერმა იტალიის თასის 1/8 ფინალში ემპოლის დამატებით დროში აჯობა

თარიღი 20 იან 2022, 02:54

იტალიის თასის 1/8 ფინალური ეტაპის ეგიდით, მილანის "ინტერმა" "ჯუზეპე მეაცაზე" "ემპოლის" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "ნერაძურის" გამარჯვებით დასრულდა, დამატებით დროში - 3:2.

შეხვედრაში ანგარიში მე-13 წუთზე ალექსის სანჩესმა გახსნა, რომელიც მოედანზე მე-5 წუთზე ტრავმირებული ხოაკინ კორეას ნაცვლად გამოჩნდა.

61-ე წუთზე წონასწორობა აღდგა - "ნერაძურის" კარი ნედიმ ბაირამიმ აიღო. ზუსტად 15 წუთში კი ანდრეი რადუმ სტუმრები საერთოდ წინ გაიყვანა.

სიმონე ინძაგის შეგირდებმა მატჩის გადარჩენა 91-ე წუთზე ანდრეა რანოკიას ზუსტი დარტყმის წყალობით მოახერხეს.

დამატებით 30 წუთში კი "ემპოლიმ" წნეხს ვეღარ გაუძლო - 104-ე წუთზე სტეფანო სენსიმ გამარჯვების მომტანი ბურთი შეაგდო და "ინტერი" კოპა იტალიას 1/4 ფინალში გაიყვანა.