ავტორიზაცია

ბრენტფორდის მწვრთნელი: "მანჩესტერს ძალიან გაუმართლა, პირველ ტაიმში გავანადგურეთ"

ბრენტფორდის მწვრთნელი: "მანჩესტერს ძალიან გაუმართლა, პირველ ტაიმში გავანადგურეთ"
თარიღი 20 იან 2022, 13:32

"ბრენტფორდის" მთავარი მწვრთნელი, ტომას ფრანკი პრემიერ ლიგის მე-17 ტურის გადადებულ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედთან" (1:3) მარცხს გამოეხმაურა.

"წარმოუდგენლად ვამაყობ ჩემი გუნდით. პრემიერ ლიგის ყველაზე პატარა კლუბი ვართ, "ემიუ" - ყველაზე დიდი. პირველ ტაიმში ისინი გავანადგურეთ, ვეღარ სუნთქავდნენ. სამი სახიფათო მომენტი გვქონდა და მხოლოდ ერთ კლუბს უნდა მოეგო ეს მატჩი".

"ემიუს" ძალიან გაუმართლა. ვიცი, რას იტყვიან მომენტების გამოუყენებლობაზე. მაგრამ მათ პატარა "ბრენტფორდის" წინააღმდეგ სქემა შეცვალეს!".

"არის ასეთი მატჩები. არ შემიძლია დავიდ დე ხეა ვერ შევაქო. ასეთი მომენტები კიდევ რომ შეგვექმნას, ერთს მაინც გამოვიყენებდით".

"გაშვებული სამი ბურთიდან მეორე ყველაზე უსიამოვნო გახლდათ, ამის შემდეგ სიტუაციის გამოსწორება გართულდა", - განუცხადა ფრანკმა BT Sport-ს.