ავტორიზაცია

3 ტოპ თავდამსხმელი, რომელთა გადაბირებასაც ბარსელონას თავად აგენტები სთავაზობენ

3 ტოპ თავდამსხმელი, რომელთა გადაბირებასაც ბარსელონას თავად აგენტები სთავაზობენ
თარიღი 20 იან 2022, 13:54

საფეხბურთო აგენტები "ბარსელონას" ხელმძღვანელობას შეტევის ხაზის გაძლიერების სხვადასხვა ვარიანტებს სთავაზობენ.

ასე და ამგვარად, როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიურ გრანდს ამ ზამთარს "ლევერკუზენის" ფორვარდის, პატრიკ შიკის გადაბირების შესაძლებლობა აქვს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად 25 წლის ჩეხი თავდამსხმელი ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა დავაში 18 გოლით მეორე ადგილზეა.

გარდა ამისა, "ბარსას" ზაფხულისთვის დუშან ვლაჰოვიჩის ("ფიორენტინა") ან პაულო დიბალას ("იუვენტუსი") დამატება შესთავაზეს.

მოგეხსენებათ, 28 წლის არგენტინელს "ბებერ ქალბატონთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და მისი ხელში ჩაგდება უფასოდ იქნება შესაძლებელი.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანას" პრიორიტეტი ზაფხულში "დორტმუნდის" ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდებაა.