ავტორიზაცია

არსენალს შეთავაზება უკვე მიუვიდა — ობამეიანგი კარიერას ახლო აღმოსავლეთში გააგრძელებს?

არსენალს შეთავაზება უკვე მიუვიდა — ობამეიანგი კარიერას ახლო აღმოსავლეთში გააგრძელებს?
თარიღი 20 იან 2022, 14:41

არაბული "ალ ნასრი" "არსენალის" თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის ხელში ჩაგდებითაა დაინტერესებული, იტყობინება ავტორიტეტული გამოცემა Goal.com-ი.

ლონდონელებს ახლო აღმოსავლეთიდან გაბონელის იჯარაზე შეთავაზება უკვე მიუვიდათ - 6,7 მილიონ ფუნტად შემდგომი შესყიდვის უფლებით.

გავრცელებული ინფორმაციით, "მეთოფეებს" აღნიშნულ წინადადებაზე პასუხი ჯერ არ გაუციათ. კლუბში განიხილავენ, თუ რამდენად მომგებიანია მათთვის ობამეიანგის ამ ზამთარს გაშვება.

მოგეხსენებათ, პიერ-ემერიკი "არსენალის" ღირსებას 2018 წლის იანვრიდან იცავს, გუნდს იგი "დორტმუნდიდან" 63,75 მილიონ ევროდ შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში ობამეიანგმა, რომელიც მიკელ არტეტას გეგმებში აღარ შედის, ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.