ავტორიზაცია

ვალენსია ბარსელონასთან მინგესას იჯარაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს

ვალენსია ბარსელონასთან მინგესას იჯარაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს
თარიღი 20 იან 2022, 15:29

"ვალენსია" "ბარსელონას" მცველის, ოსკარ მინგესას იჯარით დამატებაზე მუშაობს.

როგორც Marca იტყობინება, "ღამურებს" 22 წლის ფეხბურთელის გადაბირება 6-თვიანი არენდით სურთ, შემდგომი შესყიდვის უფლების გარეშე.

"ღამურების" მთავარ მწვრთნელს, ხოსე ბორდალასს სეზონის მეორე ნახევრისთვის დაცვის ხაზის გაძლიერება უნდა. არსებული ცნობით, თავად მინგესაც არ არის "ვალენსიაში" გადასვლის წინააღმდეგი.

მიმდინარე სეზონში მინგესამ "ბარსას" მაისურით 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი ასისტი მიითვალა.