ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში ასტონ ვილას ნახევარმცველის შეძენას გეგმავს

მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში ასტონ ვილას ნახევარმცველის შეძენას გეგმავს
თარიღი 20 იან 2022, 15:42

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ასტონ ვილას" ნახევარმცველის, ჯონ მაკგინის გადაბირებას ეცდება, წერს The Telegraph.

გავრცელებული ინფორმაციით, "ეშმაკუნების" ტექნიკური დირექტორი, დარენ ფლეტჩერი 27 წლის შოტლანდიელით ძალიან მოხიბლულია.

როგორც აღინიშნება, "იუნაიტედი" ბირმინგემელთა ნახევარმცველის გადაბირების ვარიანტს გასულ ზაფხულსაც განიხილავდა, მაგრამ კლუბის პრიორიტეტი სხვა პოზიციების გაძლიერება იყო.

თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ "ასტონ ვილა" დაახლოებით 40 მილიონ ფუნტს მოითხოვს.

მიმდინარე სეზონში მაკგინმა ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.