ავტორიზაცია

ნიუკასლი ატალანტას თავდამსხმელს უმიზნებს

ნიუკასლი ატალანტას თავდამსხმელს უმიზნებს
თარიღი 20 იან 2022, 15:46

"ნიუკასლი" ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე "ატალანტას" თავდამსხმელ დუვან საპატას გადაბირებას ეცდება, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

ინგლისური კლუბი მზად არის სამხრეთამერიკელში დაახლოებით 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. თავად 30 წლის ფეხბურთელს კი 2025 წლამდე გათვლილ კონტრაქტსა და სეზონში 5-მილიონიან ხელფასს სთავაზობს.

დუვანს ბერგამოელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ამ სეზონში საპატამ იტალიის ჩემპიონატში 16 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა.