ავტორიზაცია

როდის ვიხილავთ კვარაცხელიას მოედანზე? - სლუცკის კომენტარი

როდის ვიხილავთ კვარაცხელიას მოედანზე? - სლუცკის კომენტარი
თარიღი 20 იან 2022, 22:33

წინასასეზონო შეკრებაზე მყოფი ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ისაუბრა თავისი გუნდის გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების შესახებ.

"ტრავმირებულ ფეხბურთელებს, მათ შორის კვარაცხელიასაც მეორე შეკრებისთვის გეგმაზომიერად ვამზადებთ. რუბინში დრეიერიც გამოჩნდება. მეორე მატჩში მათი თამაშის ალბათობა მაღალია.

ვნახავთ, როგორ იმუშავებენ საერთო ჯგუფთან ერთად და ვიხილავთ, ტრავმებისა და ფაქტიურად გამოტოვებული პირველი შეკრების შემდეგ, როგორ მდგომარეობაში იქნებიან", - განაცხადა რუსმა.

აქვე დავამატებთ, რომ ქართველი ვინგერის გარშემო სატრანსფერო ჭორები არ ცხრება. რუსული კლუბის ფლანგელის სახელს პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდს უკავშირებენ.

21-წლის შემტევი არის "ვესტ ჰემ იუნაიტედის", "ევერტონის", "ლიდს იუნაიტედისა" და "საუთჰემპტონის" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე. ველით "წითელ-მწვანეების" 21-ნომერს მოედანზე.