VIDEO: დრამა დამატებით დროში — 10-კაციანმა რეალმა ესპანეთის თასზე სასწაული მატჩი შემოატრიალა!
ესპანეთის თასის 1/8 ფინალური ეტაპის ეგიდით, მადრიდის "რეალი" სტუმრად ქვედა დივიზიონში მოასპარეზე "ელჩეს" დაუპირისპირდა.
შეხვედრა საკმაოდ დრამატული გამოდგა და საბოლოო ჯამში, მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა - 1:2 (დ.დ).
ყველასათვის მოულოდნელად, ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და ყველაფერი დამატებით 30 წუთში გადაწყდა.
102-ე წუთზე მარსელომ "სამეფო კლუბის" საჯარიმოს მისადგომებთან მეტოქეზე თამაშის წესი დაარღვია და წითელი ბარათი მიიღო, დანიშნული სტანდარტული კი გონსალო ვერდუმ ბრწყინვალედ შეასრულა და "ელჩე" დააწინაურა.
მიუხედავად 10 ფეხბურთელით დარჩენისა, "რეალმა" თამაში მაინც შემოატრიალა - 108-ე წუთზე ისკომ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 115-ე წუთზე ედენ აზარმა გამარჯვების გოლი გაიტანა და მადრიდელები ესპანეთის თასის 1/4 ფინალში გაიყვანა.