ავტორიზაცია

VIDEO: ლივერპულმა სტუმრად არსენალი ჟოტას დუბლით დაამარცხა და ფინალში გავიდა

თარიღი 21 იან 2022, 01:40

ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში „ლივერპულმა“ სტუმრად „არსენალს“ მოუგო და ფინალში გავიდა.

ერთი კვირის წინ „ენფილდზე“ გამართული შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და ყველაფერი დღეს, „ემირეითსზე“ გადაწყდა.

შეხვედრაში ორივე გოლი დიოგუ ჟოტამ გაიტანა, მე-19 და 79-ე წუთებზე და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

გადამწყვეტ შეხვედრაში „ლივერპული“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება, რომელმაც თავის ნახევარფინალში „ტოტენჰემი“ დაამარცხა.