ავტორიზაცია

VIDEO: მუნიაინის სპექტაკლი და ბილბაოს დრამატული გამარჯვება! ბარსა გავარდა, კოპა დელ რეის ახალი ჩემპიონი ეყოლება

თარიღი 21 იან 2022, 03:07

კოპა დელ რეის 1/8-ფინალში „ბილბაომ“ საკუთარ კედლებში დრამატულ სტილში „ბარსელონას“ მოუგო.

შეხვედრა „სან მამესზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, დამატებით დროში 3:2 დასრულდა.

მე-2 წუთზე ანგარიში იკერ მუნიაინმა გახსნა, როცა ტერ შტეგენს ულამაზესი დარტყმით გადაუგდო ბურთი თავზე. მე-20 წუთზე ფერან ტორესმა „ბარსას“ მაისურით სადებიუტო თანაც ლამაზი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

კიდევ ერთხელ წინ გასვლა ბასკებმა 86-ე წუთზე ინიგო მარტინესის გოლით გავიდნენ, თუმცა „ბარსელონამ“ გადარჩენა მაინც მოახერხა - 90+3 წუთზე პედრიმ დანი ალვეშის საოცარი მაკრატელა-პასის შემდეგ ტაბლოზე ანგარიში კვლავ გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

გამარჯვების გოლი კი იკერ მუნიაინმა პირველი დამატებითი ტაიმის ბოლო წუთზე, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა და დარჩენილ დროში „ბილბაომ“ უპირატესობა მესამედ აღარ გაანიავა.

ამრიგად, „ბილბაო“ მეოთხედფინალში გავიდა, კოპა დელ რეის მოქმედი გამარჯვებული კი ტურნირს 1/8-ფინალიდან გამოეთიშა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წელს ტურნირს ახალი მფლობელი ეყოლება.