ავტორიზაცია

ტალიაფიკომ გრანდების ყურადღება მიიპყრო, აიაქსი მიზერულ თანხას ითხოვს

ტალიაფიკომ გრანდების ყურადღება მიიპყრო, აიაქსი მიზერულ თანხას ითხოვს
თარიღი 21 იან 2022, 12:27

ამსტერდამის "აიაქსის" მარცხენა მცველ ნიკოლას ტალიაფიკოსადმი ყურადღებას რამდენიმე ევროპული კლუბი იჩენს.

როგორც ცნობილი გამოცემა TyC Sports-ი იტყობინება, 29 წლის არგენტინელით "ბარსელონა", "ჩელსი" და "მარსელი" ინტერესდებიან. "აიაქსი" მზადაა თავის ფეხბურთელს 7 მილიონ ევროდ შეელიოს.

გავრცელებული ცნობით, "მარსელს" ტალიაფიკოს გადაბირება იჯარით უნდა, შემდგომი შესყიდვის უფლებით, მაგრამ ჰოლანდიელებს ეს შეთავაზება არ აკმაყოფილებთ.

სამხრეთამერიკელ უკანახაზელს "აიაქსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში ტალიაფიკომ ყველა ტურნირზე ერთად 14 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.