ავტორიზაცია

5 ევროპული კლუბი, რომელიც ობამეიანგის ამ ზამთარს გადაბირების ვარიანტს განიხილავს

5 ევროპული კლუბი, რომელიც ობამეიანგის ამ ზამთარს გადაბირების ვარიანტს განიხილავს
თარიღი 21 იან 2022, 12:44

"არსენალის" თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

32 წლის ფორვარდმა, რომელმაც აფრიკის თასზე გაბონის ნაკრების განკარგულება დატოვა და ლონდონში დაბრუნდა, აქამდე თქვა, რომ სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოაჩნდა.

აქამდე არსებული ცნობით, ობამეიანგს გული აწუხებს. სწორედ ამ მიზეზით მისცეს ეროვნული გუნდიდან წასვლის უფლება.

როგორც გავლენიანი გამოცემა Sky Sports-ი წერს, რამდენიმე ევროპული კლუბი განიხილავს ამ ზამთარს გაბონელის გადაბირების შესაძლებლობას. "მილანმა", "იუვენტუსმა", "პსჟ"-მ, "მარსელმა" და "სევილიამ" მისი დამატების სურვილი უკვე გამოთქვეს.

გუშინდელი ინფორმაციით, აფრიკელი თავდამსხმელით არაბული "ალ ნასრიცაა" დაინტერესებული.