ავტორიზაცია

"ბარსას ლა ლიგა და ევროპა ლიგაღა დარჩა", - ხავი ესპანეთის თასიდან გავარდნის შემდეგ

"ბარსას ლა ლიგა და ევროპა ლიგაღა დარჩა", - ხავი ესპანეთის თასიდან გავარდნის შემდეგ
თარიღი 21 იან 2022, 13:30

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ ესპანეთის თასის 1/8 ფინალში "ბილბაოსთან" (2:3, დ.დ) წაგებული შეხვედრა შეაფასა.

"ინტენსივობის ხარჯზე დაგვამარცხეს. ლა ლიგა და ევროპა ლიგაღა დაგვრჩა. ამ დარტყმის შემდეგ, ძალები უნდა აღვიდგინოთ".

"რთული მოსანელებელი იქნება, მაგრამ კვირას გასამართ მატჩზე უნდა ვიფიქროთ ".

"არა მგონია, დემბელესთან დაკავშირებულ სიტუაციას მოეხდინოს ჩვენზე გავლენა - ეს კლუბის საქმეა, მეტი არაფერი".

"ხვალ გავიგებთ ფატის დიაგნოზს - განიცადა. საერთოდაც, მთელმა გუნდმა იზარალა", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს El Chiringuito TV.