ავტორიზაცია

შეხვედრა ჩაინიშნა — დემბელეს აგენტი ბარსელონას ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას ეცდება

შეხვედრა ჩაინიშნა — დემბელეს აგენტი ბარსელონას ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას ეცდება
თარიღი 21 იან 2022, 14:20

"ბარსელონას" თავდამსხმელის, უსმან დემბელეს აგენტი, მუსა სისოკო მომდევნო კვირაში კატალონიური გრანდის წარმომადგენლებს შეხვდება, წერს Diario Sport-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, სისოკო 24 წლის ფრანგის გარშემო არსებული სიტუაციის მოგვარებას ეცდება.

მოგეხსენებათ, "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარის თქმის გამო, დემბელე აქამდე გუნდიდან მოკვეთეს.

შეხვედრაზე აგენტი კლუბთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმების მიღწევას ეცდება.

პარალელურად, დემბელე კატალონიელებთან ერთად ივარჯიშებს, მაგრამ უახლოეს მატჩებში განაცხადს მიღმა დარჩება.

მიმდინარე სეზონში უსმანმა ყველა ტურნირზე ერთად "ბარსელონას" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.