"სიტყვა დავდე და აქედან არ წავალ", - მოურინიო ევერტონში შესაძლო დანიშვნას ეხმაურება
„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ უპასუხა ჭორებს, თითქოს ის „ევერტონში“ დანიშვნასთან არის ახლოს.
„რაც შეეხება ემოციებს, ვნებებს და „რომაში“ ჩემ ბედნიერებას - 10-ბალიანი სისტემით 11 ქულას დავწერდი. მართლა ძალიან, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ ამ კლუბში. ვგრძნობ, რომ ხალხი მენდობა. ვერ ვიქნები იმაზე ბედნიერიც კი, ვიდრე ახლა ვარ.
საფეხბურთო თვალსაზრისით, ითამაშო იმისთვის, რომ 4-დან მე-8 ადგილამდე რომელიმეზე დაასრულო სეზონი - ეს არ არის ის, რაც მე მინდა. მაგრამ შემდეგ სეზონში აუცილებლად გავუმჯობესდებით.
არ უარვყოფ, რომ სეზონის პირველ ნახევარში იმედგაცრუებას ვგრძნობდი, რადგან ჩვენი თამაში საშინელება იყო. ახლა კი, ბედნიერი ვარ და „რომას“ პროექტს არცერთ სხვაზე არ გავცვლიდი.
სამი წლით სიტყვა დავდე და ამ წლების მანძილზე გუნდს არ დავტოვებ. ეს ჩემი პროექტიც არის.“ - აღნიშნა პორტუგალიელმა.