ავტორიზაცია

ფერან ტორესი: "წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და შედეგები აუცილებლად მოვა"

ფერან ტორესი: "წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და შედეგები აუცილებლად მოვა"
თარიღი 21 იან 2022, 15:18

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, ფერან ტორესმა, „ბილბაოსთან“ დამატებით დროში წაგებული სათასო დაპირისპირება შეაფასა.

შეხვედრა გუშინ „სან მამესზე“ გაიმართა და „ბილბაოს“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

„რთული იყო, მაგრამ არაუშავს... მუშაობა და წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. სიტუაციას გავუმკლავდებით.

ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით. სწორ გზას ვადგავართ.

ვულოცავთ „ბილბაოს“. ჩვენ კი, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და შედეგები აუცილებლად მოვა.“ - აღნიშნა ესპანელმა.

ფერანი „ბარსაში“ ამ ზამთარს 55+10 მილიონ ევროდ „სიტიდან“ გადავიდა და გუშინდელ შეხვედრაში სადებიუტო გოლის გატანაც მოასწრო.