ავტორიზაცია

დიოგუ ჟოტასთვის არსენალი საყვარელი მეტოქეა

დიოგუ ჟოტასთვის არსენალი საყვარელი მეტოქეა
თარიღი 21 იან 2022, 15:21

„ლივერპულის“ შემტევმა დიოგუ ჟოტამ „არსენალთან“ ლიგის თასის ½-ფინალში დუბლი შეასრულა.

25 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს „ლივერპულის“ მაისურით „არსენალის“ წინააღმდეგ უკვე 6 შეხვედრა დაუგროვდა.

ამ ექვს შეხვედრაში ჟოტამ ექვსი გოლის გატანა მოახერხა და ამ პერიოდში ეს „წითლების“ რიგებში საუკეთესო შედეგია.

ორივე გოლის ეპიზოდში ჟოტას ასისტენტი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გახდა. მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა ისიც თქვა, რომ ტრენტის გარდა მეორე გოლის ეპიზოდში მას ვერავინ შენიშნავდა. 

„ლივერპული" ფინალში გავიდა, სადაც „ჩელსის" დაუპირისპირდება, რომელმაც თავის ნახევარფინალებში „ტოტენჰემს" აჯობა (2:0, 1:0).