ავტორიზაცია

მოუგებელი სერია დაგროვდა - უკანასკნელად როდის მოუგო არსენალმა ლივერპულს?

მოუგებელი სერია დაგროვდა - უკანასკნელად როდის მოუგო არსენალმა ლივერპულს?
თარიღი 21 იან 2022, 15:31

ინგლისის ლიგის თასის ½-ფინალის საპასუხო მატჩში „ლივერპულმა“ სტუმრად „არსენალს“ 2:0 მოუგო და ფინალსი გავიდა.

პირველი მატჩი ერთი კვირის წინ „ენფილდზე“ ფრედ 0:0 დასრულდა და ყველაფერი გუშინ, „ემირეითსზე“ გადაწყდა.

საინტერესოა, რომ „არსენალს“ „ლივერპულის“ წინააღმდეგ უკვე გარკვეული მოუგებელი სერია დაუგროვდა - „მეთოფეები“ კლოპის გუნდს უკვე ზედიზედ ოთხი შეხვედრაა ვერ ამარცხებენ.

უკანასკნელად არტეტას გუნდმა „ლივერპულს“ 2020 წლის 1 ოქტომბერს, ლიგის თასის 1/8-ფინალში პენალტების სერიაში მოუგო.

გადამწყვეტ მატჩში „ლივერპული“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალებში „ტოტენჰემს“ ორი მატჩის ჯამში 3:2 მოუგო.