ავტორიზაცია

ოფიციალურად: უგო ლორისი ტოტენჰემის კარს კიდევ მინიმუმ ორი წელი დაიცავს

ოფიციალურად: უგო ლორისი ტოტენჰემის კარს კიდევ მინიმუმ ორი წელი დაიცავს
თარიღი 21 იან 2022, 15:34

35 წლის ვეტერანმა მეკარემ, უგო ლორისმა „ტოტემჰემთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ლონდონური გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ფრანგმა გოლკიპერმა ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

ამრიგად, ლორისი „ტოტენჰემის“ კარს კიდევ მინიმუმ ორი წლის მანძილზე დაიცავს.

მიმდინარე სეზონში ლორისმა პრემიერ ლიგაში 19 მატჩი ჩაატარა და 22 გოლის გაუშვა. 

საფრანგეთის ნაკრების პირველი ნომერი „ტოტენჰემში“ „ლიონიდან“ 2012 წელს 12.6 მილიონ ევროდ გადავიდა და მას შემდეგ გუნდის უცვლელი ძირითადი მეკარეა. 

ამ პერიოდში, ლორისმა „ტოტენჰემის“ მაისურით 395 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 443 გოლი გაუშვა და 134-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt ლორისის სატრანსფერო ღირებულებას ამჟამად 7 მილიონ ევროდ აფასებს.