ავტორიზაცია

რუდიგერი ჯამურად კოლოსალურ 46 მილიონ ევროს ითხოვს

რუდიგერი ჯამურად კოლოსალურ 46 მილიონ ევროს ითხოვს
თარიღი 21 იან 2022, 15:56

„ჩელსი“ გერმანელ მცველთან, ანტონიო რუდიგერთან კონტრაქტის გახანგრძლივების მცდელობას არ აკლებს.

Marca-ს ინფორმაციით, რუდიგერი ხვდება, რომ ტუხელის ჩემპიონთა ლიგის მომგები გუნდის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია და ამიტომ, კლუბისგან სერიოზულ თანხებს ითხოვს - ჯამურად, მას ახალი კონტრაქტით გუნდისგან 46 მილიონი ევროს მიღება სურს, ხელფასის და სხვადასხვა ბონუსების ჩათვლით. 

„ლურჯებმა“ რუდიგერს პირველი შემოთავაზება გაუკეთეს და კვირაში 135 ათას ფუნტს სთავაზობდნენ, თუმცა ფეხბურთელი ამან გაანაწყენა, რადგან ასეთი ხელფასი მას გუნდის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელშიც კი ვერ მოახვედრებს.

„ჩელსი“ არ არის ამ ეტაპზე ერთადერთი კლუბი, რომელიც რუდიგერთან კონტრაქტზე ცდილობს შეთანხმებას - 1 იანვრის შემდეგ ფეხბურთელს ნებისმიერთან შეუძლია მოლაპარაკებების წარმოება და ამ ეტაპზე, მისით „მან იუნაიტედი“, „იუვენტუსი“, „პსჟ“, „ბაიერნი“ და „რეალი“ ინტერესდებიან, რაც რუდიგერის მადას კიდევ უფრო ამდიდრებს.