ავტორიზაცია

სუპერთასის ფინალის გამეორება - რეალი 1/4-ფინალში შესუსტებული იქნება? კოპა დელ რეის კენჭისყრის შედეგები

სუპერთასის ფინალის გამეორება - რეალი 1/4-ფინალში შესუსტებული იქნება? კოპა დელ რეის კენჭისყრის შედეგები
თარიღი 21 იან 2022, 16:05

ესპანეთში, კოპა დელ რეის ¼-ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

გუშინ, 1/8-ფინალურ ეტაპზე ტურნირს გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი „ბარსელონა“, რომელიც „ბილბაოსთან“ დამარცხდა, „რეალმა“ კი გაჭირვებით მოახერხა „ელჩეს“ ბარიერის გადალახვა, როცა დამატებით დროში 10-კაცით 0:1-ს აგებდა, თუმცა ორი გოლი მაინც გაიტანა და მოიგო.

მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

„ატლეტიკ ბილბაო“ – „რეალი“

„სოსიედადი“ – „ბეტისი“

„ვალენსია“ – „კადისი“

„რაიო ვალეკანო“ – „მალიორკა“

როგორც ვხედავთ, ტურნირზე ესპანეთის სუპერთასისს ფინალის გამეორება გაიმართება, „ბილბაო“ და „რეალი“ ამ სეზონში უკვე მეოთხედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს - ჯერჯერობით, სამივე შეხვედრა „რეალის“ გამარჯვებით ადსრულდა.

დიდი შანსია, რომ ამ შეხვედრაში მადრიდულ გუნდს ვინისიუსი, როდრიგო, მილიტაო, კაზემირო და ვალვერდე გამოაკლდებიან, რომლებიც ნაკრებში არიან გამოძახებულები. ამ ეტაპზე, „რეალის“ ხელმძღვანელობა ცდილობს ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციასთან მოილაპარაკოს, რომ ეს ფეხბურთელები ნაკრებში გამოძახებისგან გაათავისუფლონ. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, „ბლანკოსი“ ¼-ფინალში შესუსტებული იქნება.