ავტორიზაცია

ოფიციალურად: ემილიანო მარტინესმა ასტონ ვილასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: ემილიანო მარტინესმა ასტონ ვილასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 21 იან 2022, 16:13

„ასტონ ვილას“ გოლკიპერმა, ემილიტანო მარტინესმა გუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.

ინფორმაციას ამის თაობაზე ბირმინგემული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არგენტინელმა მეკარემ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყურადღება მიიპყრო, რომელიც მარტინესს დავიდ დე ხეას პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება. 

კერძოდ, „ემიუს“ სკაუტები 29 წლის მეკარეს დიდი ხანია აკვირდებიან და ფიქრობენ, რომ მას თავისუფლად შეუძლია უახლოეს წლებში გუნდის ძირითადი მეკარე გახდეს.

ამ სეზონში მარტინესმა კოპა ამერიკა მოიგო არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში, ასევე პრემიერ ლიგის შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაუშვა.