ავტორიზაცია

შვიდი ევროპული გრანდი ფრანგული ლიგა 1-ს საუკეთესო ბომბარდირით ინტერესდება

შვიდი ევროპული გრანდი ფრანგული ლიგა 1-ს საუკეთესო ბომბარდირით ინტერესდება
თარიღი: 21 იან 2022, 16:51

„ლილის“ თავდამსხმელი ჯონატან დევიდი სატრანსფერო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

22 წლის კანადელი ფორვარდის მიმართ ინტერესს „არსენალს“, „ლივერპულს“, „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „რეალს“ აწერდნენ. 

TSN კი იტყობინება, რომ „ბარსელონა“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ არც ისე დიდი ხნის წინ „ლილს“ დაუკავშირდნენ და დევიდის შესაძლო ტრანსფერით დაინტერესდნენ.

ჯონატანი საფრანგეთის ჩემპიონს იანვარში ნამდვილად არ დატოვებს, თუმცა ზაფხულში მისი ძვირადღირებული ტრანსფერი საკმაოდ რეალურია. ის ყველა კლუბის მიმართ გახსნილია და რაღაც პრიორიტეტები არ გააჩნია.

დევიდმა ლიგა 1-ს 21 მატჩში ამს ეზონში 12 გოლი გაიტანა და ვისან ბენ იედერთან ერთად საუკეთესო ბომბარდირთა დავას ლიდერობს.