კატასტროფული კალენდარი! ბარსელონას უმძიმესი თებერვალი ელის
„ბარსელონას“ ბოლო 10 მატჩში მხოლოდ 3 მოგება აქვს (3 ფრე, 4 მარცხი), თუმცა გუნდს უკეთესი კალენდარი არც მომავალში ელის.
მაგალითად, მომდევნო თვე (თებერვალი) კატალონიური გუნდისთვის არანაკლებად მძიმე უნდა იყოს, თუ უფრო მეტად არა.
ასეთი მატჩების ჩატარება მოუწევს „ბარსას“ თებერვალში:
6 თებერვალი| ბარსელონა - ატლეტიკო მადრიდი (ლა ლიგა)
13 თებერვალი| ესპანიოლი - ბარსელონა (ლა ლიგა)
17 თებერვალი| ბარსელონა - ნაპოლი (ევროპა ლიგის 1/16)
20 თებერვალი| ვალენსია - ბარსელონა (ლა ლიგა)
24 თებერვალი| ნაპოლი - ბარსელონა (ევროპა ლიგის 1/16)
27 თებერვალი| ბარსელონა - ბილბაო (ლა ლიგა).
„ნაპოლის" ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ამ კალენდარს დაემატება ევროპა ლიგის 1/8-ფინალური მატჩიც.